4.12.2010

რის დანახვას ისურვებდი ყველაზე ძალიან გარეთ გახედვისას?

უბრალოდ ლამაზი ამბავი

არ ვიტყვი რომ ეს მოხდა პეტერბურგში ... მაგრამ იმით კი დავიწყებ , რომ ეს მოხდა თბილისში... შემოდგომის ერთ საღამოს სასეირნოდ გამოვედი. ცა შეყვარებულ ქალს ჰგავდა, რომელსაც თვალები ვარსკვლავივით უელავს, სამკაულად მთვარეს იმშვენებს გულზე , ხოლო ნისლს კაბად იცვამს და ღამესთან დანიშნული პაემნისთვის ემზადება. ლამაზი წყვილია, არა?!. ცას ვუყურებდი და გულში რაღაც მიხაროდა , თოთქოს რაღაც კარგს ველოდი ამ ღამისგან. მაგრამ ამასთანავე სევდა მიმძიმებდა ერთი წუთის წინ ღიმილიან გულს და ცრემლი მეძალებოდა თვალზე. ლამპიონებით განათებულ ქუჩაში მივდიოდი და ჩემთვის რაღაცას ვღიღინებდი, ცრემლი ჩემდა უნებურად მცვიოდა თვალებიდან და გულს მისველებდა... სიყვარულზე ვოცნებობდი… ცრემლით დასველებულ სახეს შემოდგომის ნიავი აშროდბა და ისე ნაზად მეფერებოდა მეგონა ეხლა მაკოცებსთქო... გზას მივუყვებოდი, ჩემს ფეხქვეშ ფოთლები ძვირფასი ძაფით ნაქსოვი ხალიჩასავით იყო დაგებული... ხეებიდან წვიმასავით ცვიოდა ფოთლები... სუნთქვისას ჰაერი ისე თეთრდებოდა , მეგონა ნისლი ჩემი სუნთქვა ხომ არ იყო, თუმცა რავიცი შეიძლება მეც ვყოფილიყავი უჩინარი ნისლი...
გზის გასწვრივ ბებერი მუხა იდგა , მუხის ძირში კი სკამი დავინახე..
-რატომაც არა..._ გზა გადავირბინე და სკამზე ჩამოვჯექი. ცოტა დავიღალე.. ამოვისუნთქე , ღრმად ჩავისუნთქე და გზას გავხედე.. გზაზე არავინ ჩანდა... თავი მუხლებში ჩავრგე და ხმამაღლა დავიწყე ტირილი..
-რატომ სტირი?!_უცხო ხმა მომესმა, თავი ავწიე
-მე?!
-ხო, შენ, აბა აქ ჩვენ გარდა ხედავ ვინმეს? _ მოხუცმა ღრმა და სევდიანი თვალები მომაბყრო.. ის, რაღაცით გავდა იმ მუხას, რომლის Qქვეშაც ციჯექი..
ისე ცოტა გაკვირვებულიც ვიყავი ამ მოხუცის გამოჩენით წეღან გზაზე ხომ Aრავინ იყო..
-რატომ ტირიან ჩვეულებრივი ადამიანები ?_ კითხვაზე კითხვით ვუპასუხე...
-შენ ჩვეულებრივი არ ხარ... შეიძლება ჩამოვჯდე?
-დიახ... ჰმ მაინც რა დაინახეთ ჩემში არაჩვეულებრივი?
მოხუცი გვერდით მომიჯდა... მოხუცის სახე უკვე ნათლად დავინახე , წეღანდელი სევდანარევი თვალები უკვე სიყვარულით იყო აღსავსე, სახე მართლა მუხასავით დამჭკნარი ჰქონდა , მის ცხოვრების გზას ამოიკითხავდი სახის ჭრილებში , რაღაცნაირი ეშხი დაჰკრავდა მის თბილ , მოხუც ღიმილს..
-თავად შენ!
-უკაცრავად , ვერ მიგიხვდით , თავად მე?!
-ხო , ხო თავად შენ... რატომ გეშინია?!
-მე?!
- ჰმ, ხო შენ... იმაში არაფერი სამარცხვინო და მითუმეტეს საშიში , რომ გინდოდეს ცოტათი ბედნიერი გახდე , ბედნიერების ნუ გეშინია ...
-თქვენ საიდან იცით მე რისი მეშინია?!
- მე ბერვი რამ ვიცი , ვიცი ისიც რისი ცოდნაც არ არის საჭირო , რისი ცოდნაც არც კი მინდა, მე ისიც დარწმუნებით ვიცი , რომ იქ , ზემოთ სამოთხეში არ შეგიშვებენ თუ არ გეცოდინება რაა სიყვარული, შენ იცი რა არის სიყვარული?
- მე ვიცი რომ ჭეშმარიტი სიყვარული უფალია..
- დიახ, მართალია! მაგრამ შენ არ ხარ მონაზონი რომ შენი სიცოცხლე უფალს მიუძღვნა... შენ არ შეგიძლია გახდე მონაზონი იმიტომ რომ შენ აქ ამ მიწაზე ხარ საჭირო , შენ სხვა მიზანი გაკისრია...
-რა მიზანი?!
-მაგას მერე გაიგებ...
-კი მაგრამ..
- მერე თქო , მერე გაიგებ მაგას , ჯერ არ მოსულა დრო მაგის გაგებისა...
- თქვენ საიდან? , როგორ?.. ხომ არ გეშლებით, შემთხვევით ვინმეში, ყველაფერი ხდება თქვენ შეიზლება შეგეშალეთ..
-არა! შენ ის ხარ ვისაც მე ველოდებოდი ამდენი ხანი , შენ ხარ! მერწმუნე... მითხარი რატომ გეშინია სიყვარულის, რატომ გეშინია ამ გრძნობისთვის კარის გაღების?
- მე , მე... სიყვარულის დაკარგივს მეშინია , მეშინია გულის გატეხვის ..მეშინი რომ ვერ შევინარჩუნებ და არარაობად ვიქცევი, მეშინია გულის გასხვისების ... მეშინია...
- ჩემო პატარავ არ შეიძლება ეგრე, თუ დახრჩობის შეგეშინდება - წყალს ვერ მიეკარები, ვერც უკიდეგანო ოკეანეს ნახავ , ვერც ზღვას.. ფრენის თუ შეგეშინდება , ანგელოზი ვერ გახდები... ვერ გაეკიდები მიზს ჩასვლას, თუ თვალის გახელს შეგეშინდება ვერ ნახავ იმ ულამაზეს სამყაროს, რომელიც შენ გარშემოა, ვერ ნახავ იმ საუფლოს, რომელშიც მერე მოგიწევს ცხოვრება ... ვერასდროს, ვერასდროს იგრძნობ თავს თავისუფალ , სრულყოფილ ადამიანად თუ არ შეიყვარებ ... თუმცა სიყვარული არ გკითხავს დროს , დღეს ადგილს , არ გაგაფრთხილებს როდის მოვა როდის წავა ... უბრალოდ მოვა ერთ დღეს, დაინახავ და დანახვით იცნობ , შეეხები და შეხებით იცნობ , შემოუშვებ გულში და კარებს ჩაუკეტავ, რომ არასდროს გამოვიდეს , მიხვდები რომ შენ, შენი გული მას აჩუქე და თქვენ გაქვთ ერთი გული, ერთი სული , ერთი სხეული ... მიხვდები რომ ამ გრძნობის არ უნდა გეშინოდეს , ეს გრძნობა უნდა გიყვარდეს... როცა მოვა ის დღე მოდი ამ ადგილას, დაჯექი ამ სკამზე , ამ მუხის ძირში და მითხარი...
-რა ? რა უნდა გითხართ...
- რომ არ გეშინია , აღარ გეშინია არამედ გიყვარს , გიყვარს , გიყვარს...
- ნეტავი, მართლა ეგრე მოხდეს... მე პირობას გაძლევთ რომ მოვალ , აუცილებლად მოვალ...
- მე კი გაძლევ პირობას რომ ეს მოხდება.. შენ, ჩემო პატარავ, მოიწმინდე ცრემლები და დამიტოვე რაიმე შენი პატარა ნაწილი... _ მე გავუღიმე მოხუცს და ლოყაზე ვაკოცე..
- ეს ჩემგან , მერწმუნეთ, სამუდამოდ დარჩება თქვენთან... ამ მცირე დროის განმავლობაში მე და მოხუცი ყველაზე კარგი მეგობრები გავხდით ... ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით...
-შეიძლება ჩაგეხუტოთ?
- კი ჩემო პატარა ანგელოზო შეიძლება.._ მოხუცს გადავეხვიე, ისიც ჩამეხუტა .. უცაებ დაუჯერებელი რამ მოხდა , მოხუცი ჩემი ხელებიდან ნელ - ნელა ქრებოდა , თვალებს ვერ ვუჯერებდი , გულის ცემა გამიხშირდა , ავდექი მოხუცი მუხას შეესისხლხორცა მუხაში გაუჩინარდა... მე წამოვედი...
გაჩერებაზე ჩამოვედი , "მარშუტკა" გავაჩერე, ავედი , დავჯექი...
ეს ყველაფერი სიზმარს გავდა , მაგრამ როგორც არსდროს ისე მჯეროდა ამ სიზმრის , მჯეროდა მოხუცი "მუხის"..
ჩაფიქრებული ვიყავი.. მთელი “მარშუტკა” დაიცალა, მარტო მე და ერთი ადამიანი დავრჩით მძღოლს თუ არ ჩავთვლით.. დრო სწრაფად გავიდა , ჩემი ჩამოსვლის დროც დადგა ... თუმცა არა მარტო ჩემი..
-გამიჩერეთ..._ ერთდროულად დავიძახეთ მე და უცნობმა... “მარშუტკიდან” ჯერ მე ჩამოვედი მერე კი ის. ისეთი დაბნეული ვიყავი მძღოლითვის ფული არ მიმიცია ჩემი გზა გავაგრძელე..
- გოგონი!!! მივიხედე.. მძღოლი მეძახდა
- მე ვიხდი, ჩემთან ერთად არის - უცნობმა ჯერ მე შემომხედა , თითქოს მიხვდა რაც მჭირდა , შემდეგ კი მძღოლს ფული მიაწოდა.
- ხურდა დაიტოვეთ
- მადლობა- მარშუტკა წავიდა..
მე მივტრიალდი და უცნობს მივმართე - მაპატიეთ ესე პირველად დამემართა , ცოტა დაბნეული ვარ.. ვალს ეხლავე დაგიბრუნებთ
- არაუშავს , ხდება ხოლმე- უცნობმა გამიღიმა, თვალებში მიყურებდა- მე არ მინდა ვალის დაბრუნება , ეს ვალი არ არის, თან ადამიანები პირველი შეხვედრისას ვალს არ აბრუნებენ - ისევ თვალებში მიყურებდა.. არვიცი, რაღაც უცნაური შეგრძნება მქონდა , ვერ გამოვთქვამ სიტყვებით როგორი... მე ეს თვალები სადღაც მენახა უკვე ..სად ? არ ვიცი..
- აბა რაას შვებიან პირველი შეხვედრისას ადამიანები?
-ერთმანეთს ეცნობიან ... მე თორნიკე მქვია , თუ გინდათ სახლამდე მიგაცილებთ
- სასიამოვნოა, არ არის საჭირო ...
- თქვენ სახელს არ მეტყვით?
-დიახ გეტყვით მაგრამ მანამდე, მოდი არც მე დავარღვევ პირველი შეხვედრის პირობას , მადლობას გიხდით რომ Aჩემსმაგივრად ფული გადაიხადეთ მაგრამ , სახლში მიცილებას შემდეგი შეხვედრისთვის გადავდებ კაი?
-თორნიკემ თავი დახარა, თბილად გამიღიმა მერე ხელი გამომიწოდა და მითხრა- მაშინ ახალგაცნობილებივით დავშორდეთ და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ..
- კაი - მეც გავუღიმე და ხელი გავუწოდე, მანაც გამომიწოდა... ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით , ერთმანეთს შევეხეთ...
ამ შეხების დროს უცნაური შეგრძნება დამეუფლა, უფრო სწორედ თუ ვიტყვი, სასიამოვნო შეგრძნება იყო, ტანში გამაჟრჟოლა, თითქოს დენმა დამიარა სხეულში, გულის ცემა ამიჩქარდა, გული თითქოს საგულედან მივარდებაო... მე თორნიკეს გულის ცემას ვგრძნობდი... მთელმა სამყარომ შეწყვიტა არსებობა ცოტახნით, დრო გაჩერდა , მე მას ვერ ვაცილებდი თვალს ის კი მე , ვუღიმოდით ერთმანეთს და უსიტყვოდ ვუყვებოდით ერთმანეთს ყველაფერზე...
ჩემი ხელი ისევ თორნიკეს ეჭირა , უცებ ნიავი წამოვიდა , სამყარო გამოცოცხლდა , დრომ სვლა გააგრძელა...
- იცი, შენი გულის ცემას ვგრძნობ ჩემს სხეულში
- მე კიდე შენსას...
- იცი, მე შენ დიდი ხანია გიცნობ..
- ვიცი , მეც გიცნობ... _ თორნიკე თანდათან მიახლოვდებოდა, რაც უფრო ახლოს მოდიოდა მით უფრო ძლიერ მინდოდა მისი კოცნა, ეს ნაბიჯი თვითონვე გადაგა. ჩემი ცივი ტუჩები გათბა... (ისე პირველი შეხვედრისას ასე არ იქცევიან ხოლმე’)
- იგრძენი რამე?
-კი
-რა?
- ს ი ც ო ც ხ ლ ე...
- შეიძლება არ დამიჯერო , მე შენი სახელიც კი არ ვიცი მაგრამ მინდა გითხრა რომ ძალიან , ძალიან მიყვარხარ...
- მე მჯერა შენი , მეც მიყვარხარ...
- შენთვის რაღაც მაქვს - თორნიკემ ისევ მაკოცა- ეს ჩემი სიცოცხლე შენ ....
- მეც მაქვს შენთვის რაღაც..- თორნიკეს ხელი ჯერ ჩემს გულთან მივიტანე მერე კი მის მკერდზე დავდე - აი ეს ჩემი გული შენ , ის მუდამ შენი იყო და მუდამ შენი იქნება... მართალი ყოფილა ..
- ვინ?
- მოხუცი..
- რომელი მოხუცი?
- თორნიკე წამომყვები სადღაც?
- კი , ყველგან სადაც მეტყვი..
მოხუც მუხასთან მივიჩქაროდი, დავინახე ნაცნობი ადგილი, ნაცნობი სკამი , ნაცნობი მუხა ... მივირბინე მასთან შემოვეხვიე და ჩავჩურჩულე
- აღარ მეშინია ....
დიდი მადლობა.....
ნახვამდის ჩემო მეგობარო , ჩვენ კიდევ შევხვდებით...
მე ჩემს სიცოცხლეს დავუბრუნდი......

ლამაზი წყვილია არა?! - ჩურჩულებდა უსასრულო სიყვარულში ჩაძირული მოხუცი მუხა..........
..............................................................................................................................................................................................

ქეთი ამირაშვილი
03.10.07